ილია მეორე

ილია II: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ამერიკას და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ხელისუფალთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა.

ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

დღეს, 4 ივლისს, ამერიკელები დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს. 

კომენტარები