აშშ-საქართველო

დეგნანი: ამერიკელებს და ქართველებს დამოუკიდებლობა და თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობაზე ისაუბრა.

აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ 75 წელზე მეტია, აშშ პარტნიორებთან ერთად დემოკრატიულ წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს აშენებს, რომელსაც სტაბილურობა და კეთილდღეობა მოაქვს. თუმცა მსოფლიო წესრიგი გამოწვევების წინაშე დგას და მას ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს. 

"ავტოკრატიას დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის განმტკიცებით, კორუფციასთან ბრძოლითა და ჭეშმარიტი, გამჭვირვალე კანონის უზენაესობის გატანით ვპასუხობთ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი საერთო პრინციპები, რომელიც აძლიერებს ჩვენ დემოკრატიას. ესენია – ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის ერთგულება, კარგი მმართველობა და თითოეული ინდივიდის ღირსების პატივისცემა". – თქვა კელი დეგნანამა.

აშშ-ს ელჩის თქმით, ამერიკელებს და ქართველებს თავისუფლების ძლიერი სიყვარული, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზანი აერთიანებთ.

"ამერიკელებს და ქართველებს დამოუკიდებლობა და თავისუფლების ძლიერი სიყვარული აერთიანებთ. 30 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად. [ეს არის] პროექტი, რომელიც საქართველომ 100 წლის წინ დაიწყო და რომელიც ტრაგიკულად შეწყდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას, რათა შესრულდეს ეს მიზანი. ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს არამხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების ერთგულების გამო". – თქვა კელი დეგნანმა.

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.

კომენტარები