გახარია

წულუკიანი: გახარიასაც გავესაუბრეთ, ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია გვაჩვენა, ვერც კირითხუროობა

წულუკიანი, გახარია

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იხუმრა და თქვა, რომ ის ექსპრემიერ გახარიასაც გაესაუბრა, თუმცა გახარია ოსტატების რეესტრში ვერ ჩაირიცხა დაბალი კვალიფიკაციის გამო.

"ბატონ გახარიასაც გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ ჩარიცხულა". - ამბობს თეა წულუკიანი.

 კულტურის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით, ოსტატების რეესტრის  შეიქმნა. დღეს წულუკიანმა საზოგადოებას ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარუდგინა. 

განაცხადები გააკეთეს შემდეგი პროფესიის ოსტატებზე:

- ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
- ხითხურო;  ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.
- კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
- სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)
- მჭედელ-ზეინკალი;
- მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

კომენტარები