პრაიდ კვირეული

ბრიტანეთის ელჩი: LGBT+ თემი იბრძვის თანასწორობისთვის, ძალადობისგან თავისუფლება უნივერსალურია

დავესწარი ბრიტანული ფილმის ჩვენებას. საქართველოში LGBT+ თემი იბრძვის თავისუფლებისა და თანასწორობის იმავე ხარისხისთვის, რაც სხვებს აქვთ.

ღირსეული, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება უნივერსალურია.

მივესალმები სამართალდამცავთა ძალისხმევას, რომ ჩვენებას მშვიდობიანად ჩაევლო.

წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი Twitter-ზე.

დღეს, 1-ელ ივლისს, პუტინისტური ჯგუფების ფიზიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, პრაიდ კვირეულის პირველი ღონისძიება დაიწყო. 

კომენტარები