იპოთეკური სესხის სუბსიდირება

თურნავა სუბსიდიაზე: ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ სახლები მათთვის, ვინც ზრუნავს გამრავლებაზე

ამოცანა არის პირველ რიგში ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართველ ოჯახებს, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ, ოჯახის თითოეული ახალი წევრი, ახალშობილი შვილი არის არამხოლოდ დიდი სიხარული, არამედ, დიდი პასუხისმგებლობაც. ამიტომ, მგონი, სამართლიანია, სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯების და პასუხისმგებლობის გაზიარებით. რა თქმა უნდა, მათ შორის, ეს არის იმ დეველოპერების დახმარებაც, ვინც ამ ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, მაგრამ მთავარი ამოცანა არის, ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე და ახალი ოჯახის წევრები ემატებათ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პრემიერმინისტრის ინიციატივაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მრავალშვილიანი ოჯახები და ის ოჯახები, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, იპოთეკურ სესხზე სუბსიდიას მიიღებენ. 

კომენტარები