იპოთეკური სესხის სუბსიდირება

ოდიშარია პრემიერს: მეტ დეტალს გთხოვთ, რა კრიტერიუმებით მოხდება დემოგრაფიის წახალისება

მინდა, გკითხოთ იმ რევოლუციურ ინიციატივასთან დაკავშირებით - ამას ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის და გადაჭარბების გარეშე ვიტყვი - რომელიც შეეხება იმ დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტას და წახალისებას სახელმწიფოს მხრიდან  სამასი მილიონით თანადაფინანსებას ახალშექმნილი ოჯახების.

ვინც ჩახედულია, როგორი დისბალანსია მიგრაციასა და ემიგრაციას, ქორწინებას და განქორწინებას, დაბადებას და სიკვდილს შორის, დამერწმუნება, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული ინიციატივა და გთხოვთ მეტ დეტალს, რა კრიტერიუმებით მოხდება 

მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პრემიერმინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო მოხსენების წარდგენისას თქვა, რომ მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ ოჯახებზე, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, იპოთეკურ სესხზე სუბსიდიას გასცემენ. პროგრამისთვის 2021-22 წლებში 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

კომენტარები