დაჭრა ბაგებში

ბაგებში საბაგიროს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ბაგებში ერთი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ბაგების საბაგიროს დაცვის თანამშრომელია.

კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია უტარდება.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები