გერმანია

გერმანიაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანელი პოლიციელების ოპერაცია ქალაქ ვიურცბურგში

გერმანიაში, ქალაქ ვიურცბურგში დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი მოქალაქეებს თავს დაესხა. შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა შვიდი. 

დამნაშავე პოლიციამ ფეხში დაჭრა და ამის შემდეგ შეძლეს მისი შეჩერება და დაკავება. 

გერმანული ტელევიზიების თქმით, თავდასხმაში არ ჩანდა ტერორისტული მოტივები.

"თავდამსხმელი დაძლეულ იქნა პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ. არაფერი მიუთითებს მეორე ეჭვმიტანილის არსებობაზე. მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს". – წერს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ბავარიის რაიონის ქვედა ფრანკონიის პოლიციის განყოფილება.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ იგერიებს დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს მოქალაქე სკამით. 

გერმანიის პოლიცია დამატებით დეტალებს მომავალში გაასაჯაროებს. 

 

კომენტარები