BLINK-182-ს წევრი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის

Pedestrian TV

ამერიკელი როკმუსიკოსი, ბენდ Blink-182-ს ფრონტმენი და ბასისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის. ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას თავად მომღერალი ავრცელებს.

"გასული სამი თვეა, ქიმიათერაპიის კურსებს გავდივარ, სიმსივნე მაქვს. ტეხავს, შეშინებული ვარ, ამავდროულად წარმოუდგენლად კარგი ექიმები, ოჯახის წევრები და მეგობრები მეხმარებიან ამ სირთულის გადალახვაში. მომავალი რამდენიმე თვე მკურნალობა მიწევს, ვცდილობ, იმედიანად ვიყო. ერთი სული მაქვს, როდის დავამარცხებ კიბოს და ყველას კონცერტზე გიხილავთ. მიყვარხართ". – წერია მუსიკოსის პოსტში.

სკეიტ პანკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბენდი Blink-182 ჰოპუსმა, ტომ დელონგმა და სკოტ რეინერმა 90-იან წლებში ჩამოაყალიბეს. 1995 წელს მათი სადებიუტო ალბომი Cheshire Cat გამოვიდა. მოგვიანებით დასარტყამ ინსტრუმენტებზე რეინერს ტრევის ბარკერი შეენაცვლა. სულ ბენდს 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

კომენტარები