ფეიკ ნიუსი

აფრიკელი ქალის ისტორია, რომელმაც 10 ტყუპი გააჩინა, ტყუილი აღმოჩნდა

BBC

რამდენიმე კვირის წინ გავლენიან ონლაინ გამოცემებში გავრცელდა აფრიკელი ქალის, გოსიამე სითოლეს ამბავი, რომელმაც 10 ბავშვი გააჩინა. აღმოჩნდა, რომ სიახლე ფეიკ ნიუსია და სითოლე ორსულად საერთოდ არ იყო.

არასწორი ინფორმაცია პირველად გამოცემა Pretoria News-მა გაავრცელა. ჟურნალისტმა პიტ რამპედიმ საოცარი ამბის შესახებ სტატია დაწერა. მოგვიანებით რამპედიმ საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

"დიდ ბოდიშს ვუხდი მკითხველს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩემ მიერ დაწერილი სტატია აისახა გამოცემის რეპუტაციაზე. გოსიამე სითოლე ნამდვილად ორსულად იყო და იმშობიარა. კოვიდრეგულაციების გამო საავადმყოფოში ვერ შევედი და რესპონდენტს სიტყვაზე ვენდე. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ჩემს გუნდს, გამოცემას და მკითხველს". – წერს რამპედი.

მოგვიანებით ჩატარებულმა სამედიცინო ტესტებმა აჩვენა, რომ სითოლე ორსულად არ იყო. 37 წლის ქალი ამჟამად ფსიქიატრიულ განყოფილებაში კვლევებზეა გადაყვანილი. 

რამპედიმ სითოლე ეკლესიაში, წირვის დროს გაიცნო. ქალმა ჟურნალისტს უთხრა, რომ 8 ტყუპს ელოდებოდა. რეპორტიორი ამბით დაინტერესდა და პერიოდულად სითოლეს What's Up-ით ეკონტაქტებოდა. აღსანიშნავია, რომ სტივ ბეკოს სახელობის ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ თავდაპირველად 10 ტყუპის გაჩენის ფაქტი დაადასტურა, მოგვიანებით კი უარყო.

კომენტარები