საქართველო-უკრაინა

საქართველოს პრეზიდენტი 23 ივნისს უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 23 ივნისს უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

​საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

კომენტარები