სომხეთი

სომხეთში საპარლამენტო არჩევნების დათვლილი ხმების 61.7% ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმების 13.3%-ის დათვლის შედეგად მიღებული პირველადი შედეგებით, ნიკოლ ფაშინიანმა ხმების 61.7% მიიღო. მეორე ადგილზე – 17.7%-ით, რობერტ ქოჩარიანია, მესამეზე –  სერჟ სარქისიანი, ხოლო მეოთხეზე –გაგიკ ცარუქიანი.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 პარტია და ბლოკი იღებს, მაგრამ რეალური დაპირისპირება ორ პარტიას შორის მიმდინარეობს. ეს პარტიებია ამჟამინდელი უმრავლესობა, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმება და სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის ბლოკი – სომხეთი არიან.

საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის  5%, ხოლო ბლოკებისთვის 7%-ია. 

სომხეთში ვადამდელი არჩევნები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მარცხის შემდეგ პოლიტიკური კრიზისის ფონზე დაინიშნა. 

კომენტარები