სომხეთი

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

ნიკოლ ფაშინიანი და რობერტ კოჩარიანი

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

არჩევნებში მონაწილეობას 25 პარტია და ბლოკი იღებს, მაგრამ რეალური წინააღმდეგობა ორ პარტიას შორის მიმდინარეობს. ეს პარტიებია ამჟამინდელი უმრავლესობა, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმება და სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი – სომხეთი.

Deutsche Welle-ს რუსული გამოცემის მიხედვით, კვლევებმა აჩვენა, რომ ქოჩარიანის სომხეთს მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 24.1%, ხოლო ფაშინიანის სამოქალაქო შეთანხმებას – 23.8%. პოპულარულობით მესამე ადგილზე, ბევრად უფრო მცირე მხარდაჭერით, არის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის მაქვს ღირსება, 7.4%-ით. ვარაუდობენ, რომ პარლამენტში კვლავ მოხვდება ოლიგარქი გაგიკ ცარუქიანის პარტია აყვავებული სომხეთი და სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია – სომხეთის ეროვნული კონგრესი.

საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის  5, ხოლო ბლოკებისთვის 7% არის. 

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა საჭირო გახდა 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მარცხის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. 

კომენტარები