აქცია ქობულეთში

ქობულეთში პროტესტის ნიშნად რკინიგზა გადაკეტეს – პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

1tv.ge

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად რკინიგზა გადაკეტეს და თბილისი-ბათუმის მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. რკინიგზა პოლიციამ უკვე გაათავისუფლა. 

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ბობოყვათში აჭარის მთავრობის მიერ გასაყიდად აუქციონზე გატანილი 27 ჰექტარი მიწის ფართობი მათი საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. ისინი მთავრობისგან აუქციონის გაუქმებას მოითხოვენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა უწყების პრესსამსახურში ჯერ დაკავებულთა ზუსტ რაოდენობაზე ინფორმაცია არ აქვთ. 

კომენტარები