ტენდერი

მერია მზად არის, ვაკის პარკის შადრევნების რეაბილიტაციაში 11 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადოს

ვაკის პარკი

ქ. თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 563 373 ლარია, რომელიც თბილისის ბიუჯეტის სახსრებით დაიფარება. 

წინადადების მიღება 7 ივლისს  17:30 საათზე დასრულდება. საგარანტიო პერიოდად ითვლება 2 წელი შეთანხმების გაფორმებიდან .

რაც შეეხება სახსრების განაწილებას, 2021 წელს იგეგმება 3 000 000 ლარის ჩადება, ხოლო დანარჩენი 8 563 373 ლარი შემდეგ წელს დაიფარება.

კომენტარები