ტენდერი

მზიურის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

თბილისის მერიამ მზიურის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მზიურის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აბგ და კომპანია’’ უხელმძღვანელებს. აღნიშნულ კომპანიასთან თბილისი მერიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

,,თუ კომპანიის მხრიდან ადგილი ექნება სამუშაოების არაკეთილსინდისიერად შესრულებას, ხელშეკრულება გაუქმდება და გამოცხადდება ახალი ტენდერი. თბილისის მერია განახორციელებს მზიურში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს.’’-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შპს ,,აბგ და კომპანია’’ ე.წ შავ სიაშია შეყვანილი, რის მიზეზადაც ბათუმის ბულვარის ტენდერში მონაწილეობისას, ნაკისრი ვალდებულებების არასწორად შესრულება არის დასახელებული. 

მზიურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 529 ათას ლარზე მეტს შეადგენს. 

კომენტარები