წერეთლის გამზირი

წერეთელზე პოლიციის განყოფილების მეორე სართულიდან კაცი გადმოხტა

თბილისში, წერეთელზე, პოლიციის შენობის მეორე სართულიდან კაცი გადმოხტა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ კაცი კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში საჩივრის საფუძველზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს, რა დროსაც ის პოლიციის შენობიდან გადმოხტა.

ტაბულა მომხდარზე დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.

კომენტარები