Tbilisi Pride

თაბაგარი ვოლსკიზე: ვასაძესთან კეკლუცი ძვირად დაუჯდება ოცნებას და, სამწუხაროდ, ქვეყანასაც

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი პრაიდის კვირეულზე ქართული ოცნების წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებას ეხმაურება. 

"მრავალმხრივ პრობლემური განცხადებაა. ვასაძესთან კეკლუცი ძვირად დაუჯდება ოცნებას და სამწუხაროდ ქვეყანასაც. ეს ორ მხარედ წარმოჩენა კიდევ ყოვლად სამარცხვინოა!" - წერს თაბაგარი. 

"ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ". – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი პრაიდის კვირეულსა და პუტინისტი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის სიტყვებს, რომ მის გასაუქმებლად ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს.

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება

კომენტარები