კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 13 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 811 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.34%-ია

iStock [illustration]

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 668 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 811 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 672 ადამიანი. 

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2.34%-ია, ბოლო 7 დღის - 2.36%, ბოლო 14 დღის კი - 2.54%

811 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6

16 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 356 179 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 341 775 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა.

კომენტარები