ზურაბიშვილის ვიზიტი ვატიკანში

სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 16 ივნისს, ვატიკანს ეწვევა და პაპ ფრანცისკეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია პაპ ფრანცისკესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

კომენტარები