დიდი შვიდეულის სამიტი 2021

G7-მა ჩინეთის გავლენის შესამცირებლად ინფრასტრუქტურის საინვესტიციო გეგმა შეიმუშავა

დიდი შვიდეულის ლიდერები
www.g7uk.org

დიდი შვიდეულის ლიდერებს სურთ, ჩინეთის მზარდი გავლენა შეამცირონ ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პაკეტით, რომელიც ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის პროექტს სარტყლისა და გზის ინიციატივას კონკურენციას გაუწევს.

აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და დიდი შვიდეულის დანარჩენ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ მათი გეგმა, ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო (B3W), შესაძლებელს გახდის პარტნიორობას ინფრასტრუქტურის საკითხებში 2035 წლისთვის განვითარებადი ქვეყნებისთვის საჭირო $40 ტრილიონი დოლარის მობილიზებას. 

"ეს არის მხოლოდ ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხი. ამ დრომდე [მსოფლიოსთვის] არ შეგვითავაზებია პოზიტიური ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ღირებულებებს, სტანდარტებს და საქმის კეთების ჩვენს გზას ასახავს" - თქვა საკითხთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

აშშ-ს თანახმად, დიდ შვიდეულში არსებობს კონსენსუსი, რომ ჩინეთთან მიმართებით ვაჭრობისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ერთიანი მიდგომაა საჭირო.

თეთრი სახლის ცნობის თანახმად, დიდი შვიდეული B3W ინიციატივას გამოიყენებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის კაპიტალის მობილიზება კლიმატის, ჯანდაცვის, ელექტრონული ტექნოლოგიების, გენდერული თანასწორობის სფეროებში. 

ჯერჯერობით ნათელი არ არის, კონკრეტულად როგორ იმოქმედებს გეგმა და ზუსტად რა რაოდენობის კაპიტალის ალოკაციაზეა საუბარი.

ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა, რომელიც სი ძინპინმა 2013 წელს დაიწყო, მოიცავს საინვესტიციო ინიციატივებს, რომლებიც აზიას, ევროპას და მის მიღმა რეგიონებს ფარავს. 100-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს ჩინეთთან სარტყლისა და გზის ინიციატივის პროექტებში თანამშრომლობაზე. პროექტები მოიცავს რკინიგზების, პორტების, გზატკეცილების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შენებას. 

კრიტიკოსების აზრით, სი ძინპინის გეგმა შექმნას აბრეშუმის გზის თანამედროვე ვერსია, რომელიც ჩინეთს ევროპას, აზიასა და დანარჩენ რეგიონებთან დააკავშირებს, კომუნისტური ჩინეთის გავლენის გავრცელებისა და გაძლიერების გზაა. 

ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერება და წამყვან გლობალურ ძალად ჩამოყალიბება ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენაა. ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც 1979 წელს იტალიის ეკონომიკაზე ნაკლები იყო, ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ და რეფორმების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა და მსოფლიოს მეორე ეკონომიკა გახდა.

Refinitiv-ს თანახმად, გასული წლის მონაცემებით, სარტყლისა და გზის ინიციატივასთან 2 600-ზე მეტი პროექტი იყო დაკავშირებული, რომელთა საერთო ღირებულება 3.7 ტრილიონი დოლარია. 

აშშ-ს წარმომადგენლების თანახმად, ამ დრომდე დასავლეთი არ ქმნიდა პოზიტიურ ალტერნატივას ჩინეთის მთავრობის ინიციატივებში "გამჭვირვალობის ნაკლებობის, გარემოს დაცვის და შრომის დაბალი სტანდარტებისა და იძულებითი მიდგომის" საპირწონედ.

კომენტარები