ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: სექტემბრისთვის საქართველოს მოსახლეობის 2/3 აცრილი ეყოლება

ჩვენთან ჯერჯერობით პიკს ჩამოვცდით, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანია. მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო მეორე და მესამე. სექტემბრისთვის ძალიან ბევრი ქვეყანა იქნება ისეთი, რომელსაც [მოსახლეობის] 2/3 ეყოლება ვაქცინირებული და, დამიჯერეთ, შეიძლება ეს ახლა ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ საქართველოც იქნება ამ ქვეყნებს შორის. 

თქვა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ. 12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა 202 314 პირს აქვს გაკეთებული. 

კომენტარები