ფლანგვის დეტექტორი

GMC: ივანიშვილის ხეების გადამზიდმა ფირმამ 2011 წლიდან 98 მლნ ლარის ტენდერები მოიგო

ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობის მიხედვით, ივანიშვილისთვის ხეების გადამზიდმა ფირმა ზიმომ, 2011 წლიდან მოყოლებული, 98 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, მაშინ, როცა კომპანია შავ სიაში იმყოფებოდა.

ფლანგვის დეტექტორის თანახმად, 2012-2019 წლებში შპს ზიმომ თითქმის 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო. ზიმოს გარდა არსებობს მასთან დაკავშირებული შპს ზიმო-7, რომელმაც 2012 წლიდან 150 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღო და აქედან 54 მილიონის – უკონკურენტო გარემოში. 

ცნობილია, რომ ზიმომ და მისმა მეწილეებმა მმართველ პარტიას 2019-2020 წლებში ჯამში 320 000 ლარი შესწირეს, მათთან აფილირებულმა პირებმა კი დამატებით – 175 000 ლარი.

შპს ზიმო 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შავ სიაში, რადგან 2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტიდან პირდაპირი შესყიდვით მიიღო 1.4 მილიონ ლარზე მეტი და ვალდებულებები არაჯეროვნად და არასრულად შეასრულა. სამუშაოებს აგრეთვე უხარისხოდ ასრულებს შპს ზიმო-7, რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზისა და ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი მიიღო, თუმცა ხიდი კვლავ სარემონტოა.
 

კომენტარები