არასრულწლოვნის გაუპატიურება

არასრულწლოვანმა 8 წლის ბავშვი გააუპატიურა – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომელმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურა, პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 და 20 მაისს არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა.

"ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". – ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.  

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

კომენტარები