კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 16 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 695 შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.84%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 842 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 695 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 797 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 1.84%-ია. ბოლო 7 დღის 2.44%, ბოლო 14 დღის კი - 2.67%. 

695 ახალი შემთხვევიდან თბილისში 389 დადასტურდა, აჭარაში - 47, იმერეთში - 55, ქვემო ქართლში - 64, შიდა ქართლში - 26, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 46, კახეთში - 32, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

11 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 352 649 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 337 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 012 კი გარდაიცვალა. 

688 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 309 მკურნალობს, აჭარაში - 79, იმერეთში -142. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 188 პაციენტია, მათგან თბილისში - 116, აჭარაში - 13, იმერეთში - 13.


23:00-დან 04:00-მდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები