საქართველო-ნატოს ურთიერთობა

ზალკალიანი: საქართველოს საკითხი NATO-ს უახლოესი სამიტის დღის წესრიგშია შეტანილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, NATO-ს სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. 

ზალკალიანის თქმით, ნატო-ს სამიტზე ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან.

"დარწმუნებული ვარ, დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება. ასევე, იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან".- აცხადებს მინისტრი. 

ზალკალიანის ცნობით, დეკლარაციაში ასახული იქნება ის პროგრესიც, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა. ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს, როცა გამოქვეყნდება ნატო-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები".- ამბობს ზალკანიანი.

კომენტარები