მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: ფხიზელი გეუბნებით ამას – გახარია ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა

ბატონი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს - ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი ან შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. გიდასტურებთ, რაც ვთქვი. ხომ იძახოდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით ამას.

ვინც ოცნებას უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული ლოკდაუნი გინდათ? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?

IPN-ს ცნობით, ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ყოფილ პრემიერმინისტრზე, პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიაზე. 

კომენტარები