აშშ-უკრაინა

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში ივლისში შეხვდებიან

ჯო ბაიდენი/ვოლოდიმირ ზელენსკი
Kiev Post

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია. ზელენსკი შეხვედრას დათანხმდა.

"მადლობა, ჯო ბაიდენ, ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს ივლისში თეთრ სახლში მიწვევისთვის. ძალიან ველოდები შეხვედრას, რათა განვიხილოთ უკრაინისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების გზები". – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 7 ივნისს გაიმართა.

სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. ლიდერებმა განიხილეს უკრაინის რეფორმების დღის წესრიგი,ახლო თანამშრომლობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლის საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ საუბრის შემდეგ, თავდაპირველად, უკრაინამ NATO-ს წევრობაზე ბაიდენის და ზელენსკის საუბრის შინაარსი არასწორად გადმოსცა. უკრაინული მხარის თავდაპირველი განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა გამოთქვა და "ხაზი გაუსვა უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების მნიშვნელობას". განცხადება ამჟამად ჩასწორებულია.

კომენტარები