ალცჰაიმერი

აშშ-მ ალცჰაიმერის გამომწვევი მიზეზის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ბოლო 20 წლის განმავლობაში ალცჰაიმერის სამკურნალოდ პირველი პრეპარატი, ადუკანუმაბი დაამტკიცა

ეს იქნება პირველი პრეპარატი, რომლის არა ალცჰაიმერით გამოწვეული შედეგების, არამედ დაავადების გამომწვევი მიზეზების სამკურნალოდ გამოყენება იქნება შესაძლებელი. 

პრეპარატს შეეძლება პაციენტის ტვინიდან მოაშოროს წებოვანი პროტეინის ნარჩენები, რომელსაც ამილოიდ ბეტას ეძახიან და ალცჰაიმერის საწყის ეტაპზე ვითარდება. 

პრეპარატი ადუჰელმის სახელით გაიყიდება და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თქმით, ის ალცჰაიმერის მძიმე შემთხვევების შემცირებამდე მიგვიყვანს. მედიკამენტი Biogen Inc.-მა შექმნა. 

ადუკანუმაბზე დაკვირვება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს, 7 ივნისს FDA-მ პრეპარატი მკურნალობისთვის საბოლოოდ დაამტკიცა.

"FDA-მ გადაწყვიტა, რომ არსებობს საკმარისი ხელშესახები ინფორმაცია ადუჰელმის მიერ ტვინში ამილოიდ ბეტას წარმონაქმნების შემცირების შესახებ და ამ წარმონაქმნების შემცირება პაციენტებზე ნამდვილად კარგად უნდა აისახოს". – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დაამატეს, რომ თუკი პრეპარატი დამტკიცების შემდგომ ფაზაში არაეფექტიანობას აჩვენებდა, მის გაყიდვას შეწყვეტენ. 

"თუკი წამალი ისე არ იმოქმედებს, როგორც გათვალისწინებული იყო, ჩვენ მისი ბაზრიდან მოშორების ნაბიჯებს გადავდგამთ". – ამბობს FDA.

 

კომენტარები