რესპუბლიკური პარტია

"ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმები" – ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

ტაბულა

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური  პარტია დატოვა. როგორც ბერძენიშვილმა ტაბულას უთხრა, ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის შექმნას არ ეთანხმება. 

შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი - პარლამენტში ახალი ფრაქცია გუშინ, 3 მაისს შეიქმნა. ის აერთიანებს 3 პარტიას: სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი - მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და ორ დამოუკიდებელ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს და ტარიელ ნაკაიძეს. 

"გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად, ამიტომ ფრაქციას ეწოდება შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი, ვიმუშავებთ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესასრულებლად და სხვა მიზნებისთვის"- ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარის მოადგილე - სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე, ხოლო ფრაქციის აპარატს უხელმძღვანელებს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე.

კომენტარები