ამინდის პროგნოზი

ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარი და სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 8 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი იქნება.

"თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები