რუმინეთი-საქართველო მატჩი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 2-1 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი სტუმრად დაამარცხა ანგარიშით 2-1.

ანგარიში 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. ხოლო 72-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ მეტოქის კარში მე-2 გოლი გაიტანა. 77-ე წუთზე ანდრეი ივანმა საქართველოს კარში გატანილი გოლით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს ნიდერლანდებთან გამართავს 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

კომენტარები