პატიმრების შეწყალება

ზურაბიშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 მსჯავრდადებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 მსჯავრდადებული ქალი შეიწყალა.

მათგან 4 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ოთხს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. 

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი დღეს, 2 ივნისს გამოსცა.

კომენტარები