ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები

კალაძე: მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5000-5000 ლარით დაეხმარება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები პანდემიისას ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა დაახლოებით 1 წლის შემდეგ დაიწყეს. სწორედ ამიტომ, კალაძის თქმით, მერია მათ ფინანსურად დაეხმარება, 5000-5000 ლარით.

"სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა და მხარდაჭერა [...] თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება მითითებული ყველანაირი დეტალი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი, დაახლოებით 350 ათასი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით". – ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, განცხადების მიღება დღეიდან, 2 ივნისიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება.

კომენტარები