კორონავისური საქართველოში

გამყრელიძე: ინდური შტამის ახალი შემთხვევა არ აღრიცხულა, კვლევაშიც არაა საეჭვო შემთხვევა

ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა. გარდა იმ ხუთი შემთხვევისა, რაზეც განცხადება გავაკეთეთ, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინდური შტამით ინფიცირებულებიდან სამმა დატოვა საქართველო და კლინიკურად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ შემთხვევებში არაფერი განსხვავებული სიმპტომი არ ყოფილა, ყველგან მსუბუქად მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, კვლევაში აღარ არის ე.წ. საეჭვო შემთხვევა

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

კომენტარები