"პირადულს ვინც შეეხება, მიიღებს საკადრისს". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ხულოდან, ნუგზარ სოლომონიძე, რომელიც ჟურნალისტს დაემუქრა.
"ქალბატონის სტატუსს და მის ყველაფერს ხომ გადახედეთ? ჩემ მიმართ რაღაც გააკეთა მის Facebook-გვერდზე და ის მაინტერესებს. პირადულს ვინც შეეხება, მიიღებს საკადრისს". - ამბობს სოლომონიძე ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.
მედიაპროექტმა ფაქტ-მეტრმა გუშინ, 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლომონიძე მათ ჟურნალისტს, ნაზი რეხვიაშვილს ემუქრება. მათი ცნობით, საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ TV 25-ისთვის მიცემული ინტერვიუს FACEBOOK-ზე გაზიარებამ.
"ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: "მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ".