წყალმომარაგების შეზღუდვა

ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის ნაწილს წყალმომარაგება 23 საათით შეუწყდება

ერიკ თაიერი / REUTERS

ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 23 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

"ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 მაისს, დილის 11:00 საათიდან 29 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის N78-ს და მიმდებარე ქუჩებს.

ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, ასკურავას, მესხის, ურიდიას, გეგუთის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის ქუჩას და შესახვევებს, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას და შესახვევებს, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“ , - აცხადებს GWP.

კომენტარები