რეკლამა

® რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება მზიურში?

დღესდღეობით ყველა პრესტიჟული პროფესია კომპიუტერთან არის დაკავშირებული. პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური გახდა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინ, როცა ბევრმა ჩვენგანმა არაფერი იცოდა კომპიუტერისა და მისი შესაძლებლობების შესახებ, 1987 წელს, დაარსდა პირველი ქართული პროგრამირების სკოლა - საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური.

თუ ხართ დაინტერესებული, საფუძვლიანად დაეუფლოთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ისწავლოთ პროფესიონალებისგან და საფუძველი ჩაუყაროთ წარმატებულ მომავალს, მაშინ გირჩევთ, განაგრძოთ სტატიის კითხვა.

წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს ისე კარგად ისწავლეთ პროგრამირება, რომ ბედი საერთაშორისო ოლიმპიადაზე სცადეთ. საბედნიეროდ, თქვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და მოხვდით გამარჯვებულთა შორის. მოპოვებული მედლის წყალობით კი, რომელიმე პრესტიჟულ უცხოურ უნივერსიტეტში (სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით) მოეწყვეთ, ახლა კი, ისეთ ცნობილ კომპანიაში მუშაობთ, როგორიც, მაგალითად, Google-ია.

ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერზე მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი? მაშინ სიურპრიზისთვის მოემზადეთ. მზიური არის ადგილი, სადაც თქვენი ოცნებების რეალიზებას შეძლებთ. 

მზიურელების დიდი ნაწილი ამჟამად მუშაობს Facebook-ში, Google-ში, Microsoft-ში, Dropbox-სა და სხვა მრავალ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში.

იმასაც გეტყვით, რომ მზიურის მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უმაღლესი რეიტინგის უნივერსიტეტებში. ნებისმიერი სასწავლებელი იამაყებდა იმ ფაქტით, რომ მისი მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში Massachusetts Institute of Technologies (MIT). პირველი ორი ქართველი, რომლებმაც MIT დაამთავრეს, მზიურელები არიან. ამჟამად კიდევ ხუთი მზიურელი სწავლობს ამ უნივერსიტეტში. ყველა მათგანი, მათი წარმატებების გამო, სრული დაფინანსებით არის ჩარიცხული.

ამ წარმატებებში მთავარი განმსაზღვრელია გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მზიურელები მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის, ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი.

წარმატებული კურსდამთავრებულები რეგულარულად სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ მზიურს. მიმდინარე წელს მათ მიერ საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივას. იმ მოსწავლეებს, რომლებიც მოხვდებიან ინფორმატიკის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, დაუფინანსდებათ სწავლის საფასური მანამ, სანამ ისწავლიან მზიურში, ანუ სკოლის დამთავრებამდე.

მზიურში, დიდი ხანია, მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც ცენტრს საშუალებას აძლევს შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს ნიჭიერი ბავშვები შეჭირვებული ოჯახებიდან.

და მაინც, რით არის მზიური უნიკალური? ალბათ, იმით, რომ მზიურისთვის მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეზე მორგებული გარემო, სწავლის თანამედროვე და საინტერესო მეთოდებია.

მზიური არის ადგილი, სადაც არასდროს დაკარგავთ მოტივაციას, აქ ყველა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრების უკეთესი ვერსია შექმნათ და მსოფლიოში წარმატებულ ადამიანთა რიგებში მოხვდეთ.

კომენტარები