გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა

2021-2031 წლებში საქართველოში 123 ახალი ჰესის მშენებლობა განიხილება – სრული სია

ფოტო: On.ge

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებული ათწლიანი გეგმის თანახმად, 2021-2031 წლებში საქართველოში 123 ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენება განიხილება. 

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ეროვნული დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის ენერგოპოტენციალის შეფასებას და სამომავლო დაგეგმარებას ემსახურება. 2021 წლის დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, პესიმისტური სცენარით, ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდა 3% იქნება, ზომიერ სცენარში – 5%, ოპტიმისტურში კი 7%. შესაბამისად, ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროება 17, 21 და 26 მილიარდ კილოვატამდე გაიზრდება, სცენარების შესაბამისად. 

ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, იმპორტის გარდა ქვეყანას ადგილობრივი წარმოების ზრდაც მოუწევს. კერძოდ, გეგმით გათვალისწინებულია, რომ ჰიდროენერგიის დადგმული სიმძლავრე 2031 წელს 7.2 გეგავატს მიაღწევს, რაც 2.7 გეგავატით მეტია ამჟამინდელ 4.5-ზე. სიმძლავრისა და ადგილობრივი წარმოების ზრდა ახალი ჰესების მშენებლობით და არსებულთა გაუმჯობესებით იგეგმება. 

ჯამურად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 123 ახალი ჰესის მშენებლობა განიხილება, რომელთაგან უმრავლესობა მცირეა, ნაწილი კი საშუალო და დიდი ზომის. სრული სია ასე გამოიყურება:

 

კომენტარები