არიანა გრანდე

პირველი ფოტოები არიანა გრანდეს ქორწილიდან

პირველი ფოტოები ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს ქორწილიდან, რომლებიც ექსკლუზიურად გამოცემა Vogue-მა გაავრცელა.

27 წლის პოპვარსკვლავი უძრავი ქონების აგენტ დალტონ გომესზე დაქორწინდა. წყვილი 21 დეკემბერს დაინიშნა, ქორწილი კი 15 მაისს სახლში, მყუდრო გარემოში გადაიხადეს. ცერემონიას 20 კაცზე ნაკლები დაესწრო.

წარსულში გრანდე დანიშნული იყო კომიკოსსა და მსახიობ პიტ დევიდსონზე, თუმცა წყვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაასრულა. 

კომენტარები