ტესლა

ტექნიკური წუნის გამო, Tesla-ს მანქანების მფლობელებისთვის $16K დოლარის გადახდა დაევალა

ნორვეგიის სასამართლომ კომპანია Tesla-ს 30 ავტომფლობელისთვის $16 000 დოლარის გადახდა დაავალა.

ტესლას S მოდელების მფლობელებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ოპერაციული სისტემის განახლების შემდეგ მათი ავტომობილების დატენის დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქმე კონკრეტულ, 2013-2015 წლებში გამოშვებულ მოდელებს ეხება, რომელთაც ტექნიკური ხარვეზი 2019 წლის საოპერაციო განახლების შემდეგ გამოუვლინდათ. ჯამურად, კომპანიას 30 მომჩივანისთვის $480 000 დოლარის გადახდა დაევალა.

აღსანიშნავია, რომ 2013-2015 წლებში, ანალოგიური მოდელი S-ის 10 000-მდე ეგზემპლარი გაიყიდა. იმ შემთხვევაში, თუ დატენის დროსთან დაკავშირებული პრობლემა თითოეულ მათგანში გამოვლინდება, კომპანიას მფლობელებისთვის, შესაძლოა, ჯამური $163 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიოს.

ნორვეგიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია ისიც, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას ტესლა.

კომენტარები