ტესლა

სამხრეთ კორეა TESLA-ს “მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გამო” აჯარიმებს

 REUTERS/Aly Song

სამხრეთ კორეის მარეგულირებელი სააგენტო TESLA-ს $2.2 მლნ-ით აჯარიმებს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს და მიზეზად TESLA-ს მიერ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ასახელებს. სააგენტოს ცნობით, კორეელი მომხმარებელი დაბალი ტემპერატურის პირობებში ელექტრო მანქანების გარბენის მოკლე დიაპაზონზე გაფრთხილებული არ ყოფილა. 

KFTC-ის (კორეის მარეგულირებელი სააგენტო) ცნობით:

“2019 წლიდან მოყოლებული, ტესლას ადგილობრივ, ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაცია გაზვიადებულად წარმოაჩენს მის მონაცემებს. ეს გულისხმობს საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით ხარჯების შემცირებას, დამტენის ეფექტიანობასა და ერთჯერადი დამუხტვის შემდგომ მანქანის გარბენის რეალურ დიაპაზონს”.   

ამასთან, მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, რეკლამისგან განსხვავებით, ცივ ამინდში ელექტრო მანქანების გარბენის დიაპაზონი 50.5%-მდე ეცემა. 

საკითხზე TESLA-ს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

კომენტარები