რუსეთი

რუსეთი: სირიის ავიაბაზიდან ბირთვული ბომბდამშენების მართვა შეგვიძლია

რუსული ბომბდამშენი Туполев Ту-22М

Reuters-ის ცნობით, რუსულმა მხარემ სამშაბათს, 25 მაისს თქვა, რომ მათ სირიის საჰაერო ბაზიდან ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბომბდამშენების მართვა შეუძლიათ. 

რუსეთი განკარგავს სირიაში მყოფ ხმეიმიმის სამხედრო ავიაბაზას, საიდანაც წარსულში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ საჰაერო იერიშებიც აქვს მიტანილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხმეიმიმის ავიაბაზაზე Туполев Ту-22М-ის ტიპის სამი ბომბდამშენი დაფრინდა. Туполев Ту-22M ტიპის თვითმფრინავები დიდი რადიუსის მქონე ბომბდამშენებია, რომლებსაც ატომური ბომბების გადატანაც შეუძლიათ. განცხადების მიხედვით, სირიულ საჰაერო ბაზაზე საფრენი ბილიკის დაგრძელებისა და გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელი გახდა აქედან ბირთვული ბომბდამშენების აფრენა. 

ხმეიმიმის ავიაბაზა, 2016 წელი

 

კომენტარები