რუსეთი

"გაგანადგურებ" – კადიროვი ბავშვს Instagram-ზე დაემუქრა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, Instragram-ზე ბავშვს დაემუქრა, შემდეგ კი ბავშვის მამას ბოდიში მოახდევინა. 

კადიროვს Instragram-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა უთხრა, რომ ის ეშმაკია და არა ადამიანი, რაზეც კადიროვმა Instragram-ის Live-ში მიუგო:

"მე შენ გიპოვი და ვნახავთ, ჩვენ შორის რომელია ეშმაკი. როგორ ხარ? არ გეშინია? სარკეში როგორ ჩაიხედავ? ღამით ვერ დაიძინებ, ანდერძს დაწერ 'თუ მოვკვდები, დაეხმარეთ ჩემს ოჯახს'... მე ბევრი ეშმაკი მყავს განადგურებული და შენც გაგანადგურებ". - დაწერა ჩეჩნეთის ლიდერმა. 

RFERL წერს, რომ შემდეგ გაირკვა, რომ ზემოთქმული კომენტარი 15 წლის ბიჭმა გააკეთა. 

მუქარიდან 2 დღის შემდეგ სამთავრობო მედიით კაცმა მისი 15 წლის შვილის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა. ვიდეოში 15 წლის ბავშვიც ჩანს:

"ბოდიშის მოხდას ვითხოვ ჩემი 15 წლის ვაჟის ცუდად აღზრდისთვის, ვერ აღვზარდე პატივსაცემი ვაჟი". 

სამთავრობო მედიამ აღნიშნა, თუ სად ცხოვრობს ბავშვი და მისი სახელი და გვარიც თქვეს.

ჩეჩნეთის სამთავრობო მედიას მსგავსი მობოდიშებები წარსულშიც არაერთხელ გაუშუქებია.

კომენტარები