აცრა ბრიტანეთში

პრინცი უილიამი Covid-19-ის ვაქცინით აიცრა

პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. 

"სამშაბათს კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე. ყველას, ვინც ვაქცინების გამოშვებაზე მუშაობს - მადლობა. გმადლობთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და ასე გააგრძელეთ". - წერს პრინცი. 

მან აცრა ლონდონის მეცნიერების მუზეუმში გაიკეთა.

პრინცი უილიამი კორონავირუსით 2020 წელს დაინფიცირდა.

ბრიტანეთში 37 მილიონზე მეტი ადამიანი ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. 

კომენტარები