აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს გამოუყოფს, 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.
შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. ხელის მოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად 5 წლის პერიოდში საქართველოსთვის $330 მილიონ დოლარამდე რესურსი გახდება ხელმისაწვდომი.
"ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების მხარდამჭერი ინიციატივა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ, ეკონომიკურ ზრდას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში, ეს დახმარება ბევრ მიმართულებით შექმნის წინსვლას, ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის და უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველო ენერგორესურსების დივერსიფიკაციას შეძლებს და რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება". - ამბობს კელი დეგნანი





