მსოფლიო რაგბი

ტრანსგენდერ ქალებს საფრანგეთის ქალთა რაგბის ჩემპიონატში თამაშის უფლება მიეცათ

ESPN

შემდეგი სეზონიდან ტრანსგენდერ ქალებს საფრანგეთის ქალთა რაგბის ტურნირებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო და გადაწყვიტა, არ დაემორჩილოს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის მითითებებს, რომლის თანახმადაც, კონტაქტური რაგბის თამაში ტრანსგენდერი ქალებისთვის რეკომენდებული არ არის.

"რაგბი არის ინკლუზიური სპორტი, რომელიც არ განასხვავებს სქესს, გენდერს, წარმომავლობასა თუ რელიგიას", - თქვა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, სერჟ სიმონმა.

საფრანგეთის რაგბის ფერაციის ცნობით, ტრანსგენდერ ქალებს თამაშის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ წარადგენენ ცნობას, რომ, მინიმუმ, 12 თვის განმავლობაში გადიან ჰორმონალურ მკურნალობას და მათი ტესტოსტერონის დონე შესაბამისია, ანუ არ აღემატება 5 ნანომოლს ლიტრზე.

რაგბის ფედერაცია ამით გახდა პირველი ფედერაცია საფრანგეთში, რომელმაც ტრანსგენდერ ქალებს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება მისცა.

კომენტარები