რეკლამა

® აჭარაბეთის მხარდაჭერით ინტეგრირებული პარაპლანით ფრენა გაიმართა

აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა "ინიციატივის" და პროექტ "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას", ფარგლებში პარაპლანით ფრენა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა 40–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ პარასპორტსმენები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და ომის ვეტერანები. მონაწილეთა შორის იყვნენ ტოტალურად უსინათლო ამპუტანტი და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირები, რომლებმაც სპეციალური ეტლის კონსტრუქციით იფრინეს. 2013 წლიდან დღემდე,  ექსტრემალური სპორტის ამ სახეობაში 400–ზე მეტ შშმ პირსა თუ სამხედრო მოსამსახურეს აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო პროექტი, სპორტულ–კულტურული აქტივობების ირგვლივ ყოველწლიურად 500–ზე მეტ შშმ პირს, დაჭრილ ჯარისკაცსა და ვეტერანს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით.

აჭარაბეთმა შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“, რომლის მიზანიცაა, წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. სწორედ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოხდა ჩართულობა პროექტში „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა. მსგავსი პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.

კომენტარები