მეტრო ვარკეთილი

კალაძე: ზაფხულში დავიწყებთ სამუშაოებს, რომ მივიღოთ განახლებული ვარკეთილის მეტროსადგური

Facebook/ ფოტო ხელოვნება

"უახლოეს მომავალში, ზაფხულის თვეებში უკვე დავიწყებთ უშუალო სამუშაოების წარმოებას, რომ მივიღოთ განახლებული ვარკეთილის მეტროსადგური“. –ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა. მან აღნიშნა, რომ "ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ. პირველი, ეს იყო პროექტზე მუშაობა და არსებული სივრცის მდგრადობის შესწავლა, დღეს უკვე გვაქვს პროექტი ვიზუალური თვალსაზრისითაც".

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი სამი წლის წინ, 2018 წლის იანვარში ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. 

თბილისის მერი კახა კალაძე ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდა, რომ "ვარკეთილის მეტრის რეაბილიტაცია ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ და ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა, ამას გარკვეული პრობლემები ჰქონდა".

კომენტარები