17 მაისი

მეუფე სპირიდონმა პარტიები შეაჩვენა - LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა პარტიები, რომლებმაც დღეს LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, შეაჩვენა.

"სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს! მათი ქმედება არის ღალატის ყველაზე უფრო მძიმე და ამაზრზენი სახე!"

წერია მღვდელმთავრის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

15-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც მათ "თბილისი პრაიდმა" შესთავაზა და ითვალისწინებს ყველა მექანიზმის გამოყენებით ბრძოლას ლგბტქი+ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო 
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ლელო
  • რეფორმერი
  • მოძრაობა დროა
  • სამართლიანობისთვის
  • ერთიანი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • პროგრესი და თავისუფლება
  • გამარჯვებული საქართველო



 

კომენტარები